გამახსენე

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ვინ ვართ

„გამახსენე“ ქართულენოვანი შემხსენებელი აპლიკაციაა. მონაცემთა დამმუშავებელი აპლიკაციის მფლობელია. კითხვები: [email protected]

შეხსენებები

ინახება შენს ტელეფონში. ანგარიშით შესვლისას შეხსენებები — სათაური, დრო, გამეორება, კატეგორია — ჩვენს სერვერზეც ინახება, რომ მეორე მოწყობილობაზეც გქონდეს და წყვილის რეჟიმი იმუშაოს. ანგარიშით შესვლისას ჩვევების ჩანაწერები (რაოდენობა და დრო), დახურვების ისტორია და ფოკუსის სესიებიც სერვერზე ინახება — იმავე მიზეზით, რომ ბრაუზერშიც და მეორე მოწყობილობაზეც გქონდეს; მედიკამენტების სახელები და ნაბიჯების რიცხვი ტელეფონზე რჩება.

ციკლის მონაცემი

ჯანმრთელობის მონაცემია და ასეც ვექცევით: ტელეფონზე დაშიფრულია, გასაღები მხოლოდ შენს მოწყობილობაშია, სერვერზე მხოლოდ დაშიფრული ტექსტი ადის და ჩვენ მას ვერ ვკითხულობთ. ხელოვნურ ინტელექტს არასდროს ეგზავნება.

Apple Health

თუ ნაბიჯების ჩვევას ჩართავ და ნებას დართავ, აპი Apple Health-იდან მხოლოდ დღის ნაბიჯების ჯამს კითხულობს. ანგარიშით შესვლისას ეს ერთი რიცხვი — დღე და ნაბიჯების ჯამი — ჩვენს სერვერზეც ინახება, რომ ბრაუზერშიც და მეორე მოწყობილობაზეც გქონდეს; Apple Health-ის სხვა არაფერი არ იტვირთება, არც ანალიტიკას და არც ხელოვნურ ინტელექტს არ ეგზავნება და მესამე მხარეს არ გადაეცემა. ანგარიშის წაშლისას ესეც იშლება.

დიაგნოსტიკა

აპის ავარიისას ერთი მოკლე ტექნიკური შეტყობინება (შეცდომის ტექსტი, აპის ვერსია, პლატფორმა და, თუ შესული ხარ, ანგარიშის იდენტიფიკატორი) ჩვენს სერვერზე იგზავნება, რომ შეცდომა გავასწოროთ. მასში შეხსენების ტექსტი და ციკლის მონაცემი არ შედის; ანგარიშის წაშლისას ეს ჩანაწერებიც იშლება.

მოხმარების სტატისტიკა

რომ გავიგოთ, რას იყენებენ და რა უჯდება აპს, ტელეფონი ჩვენს სერვერს პატარა ჩანაწერს უგზავნის: შეხსენება ხმით ჩაწერე თუ კლავიატურით, რამდენი სიმბოლო იყო, გაიგო თუ არა პარსერმა, დღეს გახსენი თუ არა აპი, აპის ვერსია. თვითონ ტექსტი და ხმა მასში არ შედის. ეს ჩანაწერები მესამე მხარეს არ გადაეცემა და 400 დღის შემდეგ ან ანგარიშის წაშლისას იშლება.

ანგარიში

Apple-ით ან Google-ით შესვლისას ვინახავთ ანგარიშის იდენტიფიკატორსა და ელფოსტას, თუ მისი გაზიარება აირჩიე. პაროლს ვერ ვხედავთ. ასაკს, სქესს, მისამართსა და ტელეფონის ნომერს არ ვაგროვებთ.

ხელოვნური ინტელექტი

ფრაზა ჯერ ტელეფონში მუშავდება; თუ ვერ გაიგო, მხოლოდ ის ერთი ფრაზა შეიძლება გაიგზავნოს ენობრივი მოდელის მომწოდებელთან (OpenAI – OpenRouter-ის გავლით, ან Google Gemini). ხმის ჩანაწერი ტექსტად გადაქცევისთვის ხმის ამომცნობ მომწოდებელს ეგზავნება (ElevenLabs ან Google) და მაშინვე იშლება. OpenRouter მოთხოვნას მხოლოდ იმ მომწოდებლებს გადასცემს, რომლებიც მას არ ინახავენ და მოდელების გასაწვრთნელად არ იყენებენ. ციკლის მონაცემი, კონტაქტები და სხვა შეხსენებები არასდროს იგზავნება.

რას არ ვაკეთებთ

არც რეკლამა, არც მესამე მხარის ანალიტიკა, არც მონაცემის გაყიდვა, არც პროფილირება, არც მდებარეობის თვალთვალი.

სად ინახება

სერვერული ნაწილი ევროკავშირშია, გერმანიაში (Supabase — Amazon Web Services, ფრანკფურტი; netcup — ნიურნბერგი). ქვედამმუშავებლები: Supabase, netcup, Apple, Google, ElevenLabs, OpenRouter, OpenAI, RevenueCat — თითოეულთან მხოლოდ ის მიდის, რაც მის საქმეს სჭირდება.

რამდენ ხანს

შეხსენებები და ციკლი — სანამ თვითონ არ წაშლი; ანგარიში და მრიცხველები — სანამ ანგარიშს არ წაშლი; მოხმარების სტატისტიკა — 400 დღე; ხმის ჩანაწერი არ ინახება. ანგარიშის წაშლისას ყველაფერი იშლება — სერვერიდანაც და ტელეფონიდანაც. წაშლა შეუქცევადია.

შენი უფლებები

ნახო, გაასწორო, წაშალო და გადმოწერო შენი მონაცემი — ეს აპშივე ღილაკებია (პარამეტრები → ანგარიში → მონაცემები). თანხმობა ნებისმიერ დროს შეგიძლია გამოიხმო. აპი 16 წლის და უფროსი ასაკისთვისაა. ტექსტის შეცვლისას აპი თანხმობას თავიდან გკითხავს. ვერსია: 2026-09-25.