მხარდაჭერა
მოგვწერე — წერილს ადამიანი კითხულობს და პასუხობს.
ხშირი კითხვები
შეხსენება არ მოვიდა.
შეამოწმე, რომ „გამახსენეს“ შეტყობინებები ჩართული აქვს: პარამეტრები → შეტყობინებები → გამახსენე. „ფოკუსის“ რეჟიმში დროზე მიბმული შეხსენება მაინც გამოჩნდება, თუ ფოკუსის პარამეტრებში „დროზე მიბმული შეტყობინებები“ გამორთული არ არის. თუ მაინც არ მოდის, მოგვწერე — ერთად ვნახავთ.
როგორ გავაუქმო გამოწერა?
გამოწერას Apple მართავს: პარამეტრები → შენი სახელი → გამოწერები → გამახსენე → გაუქმება. მიმდინარე პერიოდის ბოლომდე სრული ვერსია გრჩება.
თანხის დაბრუნება შეიძლება?
გადახდას Apple ამუშავებს, ამიტომ დაბრუნებასაც Apple წყვეტს — ჩვენ ბარათს ვერ ვხედავთ და თანხას ვერ დავაბრუნებთ. მოთხოვნა Apple-ის „პრობლემის შეტყობინების“ გვერდიდან იგზავნება, ჩვეულებრივ 48 საათში პასუხობენ. მოთხოვნა Apple-ის გვერდზე.
როგორ წავშალო ანგარიში და მონაცემები?
აპშივე: პარამეტრები → ანგარიში → ანგარიშის წაშლა. ერთ ნაბიჯში იშლება ანგარიშიც და ყველაფერი, რაც სერვერზე გქონდა. წაშლა შეუქცევადია.
სად მიდის ჩემი ტექსტი და ხმა?
ფრაზა ჯერ ტელეფონშივე მუშავდება. თუ ლოკალურმა პარსერმა ვერ გაიგო, მხოლოდ ის ერთი ფრაზა შეიძლება გაიგზავნოს სერვერზე — და პასუხის მერე არ ინახება. ხმის ჩანაწერი ტექსტად იქცევა და მაშინვე იშლება. დაწვრილებით — კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.
წყვილის კოდი არ მუშაობს.
ორივეს აპი უნდა ჰქონდეს დაყენებული. თუ მოწვევის ბმულმა აპი არ გახსნა, კოდი ხელით ჩაწერე — ის ექვსსიმბოლოიანია. კოდს ვადა აქვს; თუ გავიდა, ახალი ერთი შეხებით მოითხოვე.
ინგლისურადაც მუშაობს?
კი. ინტერფეისი ქართული და ინგლისურია — ტელეფონის ენას მისდევს და პარამეტრებში ნებისმიერ დროს იცვლება.
Android-ზე იქნება?
ამჟამად „გამახსენე“ მხოლოდ iPhone-ზეა.
ვერ იპოვე პასუხი? მოგვწერე: [email protected]